გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, ავჭალის რაიონის სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტრენინგ-ცენტრში გაიმართა და მასში მონაწილეობა ავჭალის რაიონის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალგაზრდებს პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს.

ტრენინგს სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები