თეა წულუკიანი: სააკაშვილი იმ სავალალო მდგომარეობაშია, რასაც საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ უსურვებს იმ მდგომარეობას, როგორშიც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.
როგორც მინისტრმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის სავალალო მდგომარეობაში და მასზე სერიოზულ საუბარს არ აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები