„გასარკვევი იქნება, კამერები ვინ და როდის დაამონტაჟა“

მართლაც, აღმაშფოთებელია, რაც ნიკა გვარამიამ ამ წუთას განაცხადა – ასე გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდია ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული ჩანაწერებია გაკეთებული.
“მართლაც, აღმაშფოთებელია, რაც ნიკა გვარამიამ ამ წუთას განაცხადა. ოპოზიციის სინდისიერ და შეგნებულ ნაწილს 2004-2012 წლებში იმისთვის ნამდვილად არ უბრძოლია, რომ ისევ მოსმენები ყოფილიყო და გაგრძელებულიყო “30 000 ფაილის ქვეყნის” დიდებული ტრადიცია (თუმცა მაინც გასარკვევი იქნება, კამერები ვინ და როდის დაამონტაჟა). ერთმა აზრმაც გამიელვა თავში, როდესაც განცხადების გასაკეთებლად ერთად შეკრებილი ტელეჟურნალისტები დავინახე: ესენიც პოლიტიკაში არ გადმოვიდნენ ყველა ერთად. როგორც მახსოვს, იყო 2008-ში ასეთი შემთხვევა. პრეცედენტი არსებობს“,- წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები