თიბისი ბანკის ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი.   ახალი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, თანხა ჩვეულებრივზე 2-ჯერ უფრო სწრაფად გაანაღდოთ. ამას გარდა,  თავიდან აიცილებთ ბანკომატში ბარათის დარჩენის რისკს.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ძალიან მარტივია: ბარათის წამკითხველზე დადების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პინ-კოდის შეყვანის ფანჯარა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პინ-კოდს, ის გაანაღდებს მისთვის სასურველ თანხას.

ბანკომატიდან თანხის უკონტაქტოდ  გატანის ფუნქციონალი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის თითქმის ყველა წამყვან ბანკს აქვს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები