ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ააიპ ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ააიპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდულ მედია კავშირი“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ და „მედია კავშირი თანაბარი უფლებებისთვის“.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაცია საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში, სპორტულ-კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით.

ასევე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ტრენინგების გამართვა მოზარდებისთვის სამოქალაქო თავდაცვისა და გარემოზე ზრუნვის საკითხებზე; სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ახალგაზრდებში ღირსეული სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით; დისკუსიების და ტრენინგების ორგანიზება  სამოქალაქო თვითშეგნების, ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და სპორტულ-კულტურულ აქტივობებში ჩართვის პოზიტიურ მხარეებზე, ომის, სიძულვილის ენისა და ოპონენტების მიმართ აგრესიის გამოვლინების შედეგებისა და მათი პრევენციის ღონისძიებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები