გიორგი აბაშიშვილმა IHK შეფასების მისიასთან დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის – IHK შეფასების მისიის წარმომადგენლები მიიღო, რომლებთანაც დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის მიმართულებით, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას გეგმავს, რომელიც კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ დუალური განათლების პოპულარიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ხელშეწყობა იყო.

“მიუნხენის სავაჭრო- სამრეწველო პალატა გეგმავს საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობას სწორედ ამ კუთხით, რომ მოხდეს უფრო მეტი განათლების მიწოდება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ჩაერთვება რეგიონებში, განსაკუთრებით სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები