„ისლამურმა სახელმწიფომ“ დაღესტანში, მომლოცველებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

დაღესტნის ქალაქ ყიზლარში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, დიდმარხვის დაწყების აღნიშვნის დროს, ქუჩაში მყოფ თანაქალაქელებს ცეცხლი გაუხსნა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილია ოთხი. ყველა დაღუპული ასაკოვანი ქალბატონია.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელი სანადირო თოფიდან ისროდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს. ის 22 წლის ყიზლარში მცხოვრები ჰალილ ჰალილოვია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა ვინც მსროლელის მსხვერპლი გახდა, მართლმადიდებლური ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა. დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია.
ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ამის შესახებ მათ კონტროლირებად მედიაში განცხადება გაავრცელეს.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები