ბათუმში 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი – შავშეთი – ერისთავი; 2. გოგებაშვილი – შავშეთი – მაიაკოვსკი.

ამ მარშრუტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას დაუკავშირდებიან. მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსანტანსპორტო საშუალებებისთვის.

გარდა ამისა, მოძრაობა ცალმხრივი გახდება გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები