ნაძალადევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნაძალადევში, ხუდადოვის #4-ში გაჩენილი ხანძარი, რომელსაც 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ცეცხლი ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში 70 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო – სრულად დამწვარია ორი ოთახი.
ადგილზე ათი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები