“ათი თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ბიზნესში დახმარების მიზნით დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა”

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში შესაძლო დამნაშავესთან დაკავშირებით, გუგეშაშვილის მეგობარმა, ვეტერანთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით 10 თვის წინ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით, დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა დაამყარა, თუმცა მისივე ინფორმაციით, ვინ იყო ეს პირი, უცნობია.
როგორც მან აღნიშნა, ეს პიროვნება დოდო გუგეშაშვილს როგორც ომის ვეტერანი, ისე გაეცნო და მისი ნდობა მოიპოვა.
„ცნობილია, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით, მოახერხა და დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა. როგორც ვიცით, ეს პირი სთხოვდა დოდო გუგეშაშვილს, დახმარებოდა და დიდი ოდენობით შეძენილი ქარვა უსაფრთხოდ მიეტანა აეროპორტამდე. ისიც ვიცით, რომ დოდო გუგეშაშვილს გაეცნო, როგორც ომის ვეტერანი. იმედი გვაქვს, რომ როდესაც დოდო გუგეშაშვილი მდგომარეობიდან გამოვა, შეძლებს და გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი იქნება“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები