გლდანის მე-7 მიკროში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოადგილესთან ლევან ნაროუშვილთან ერთად  გაეცნო.

„გლდანის რაიონში, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოებს აქტიურად ვიწყებთ. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, დავიწყეთ ღია კალათბურთის მოედნის მოწყობა, სადაც ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

კობახიძის ქუჩაზე, რეაბილიტაციის შედეგად, 1600 კვ.მ ფართობის გზა განახლდება – მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ამასთანავე, პირველი მ/რ-ის N20 ა კორპუსის მიმდებარედ, 1400 კვ.მ-ზე ღია კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის განახლება დაიწყო.  აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები