დოდო გუგეშაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილზე: ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მე ვარ მისი ჭირისუფალი (ვიდეო)

ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი დაკრძალეს.
„ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირათ ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში“, – განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები