ბათუმში 12 წლის გოგონასთან სექსუალური ძალადობა სცადეს
ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, 12 წლის გოგონასთან სექსუალური ძალადობა სცადეს. არსებული ინფორმაციით, გოგონაზე ძალადობა მეზობლად მცხოვრებმა მამაკაცმა სცადა.
აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. თუმცა, მათივე განმარტებით, ეს არ ყოფილა არასრულწლოვნის გაუპატიურება. გოგონას არ აღენიშნება ძალადობის კვალი. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე დანიშნულია ექსპერტიზაც.
უწყების ცნობით, დამნაშავის დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.