ახალი დოკუმენტით მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობა და გადაადგილება შეეძლება

საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მას შემდეგ რაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ექსტრადიციით პოლონეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ამსტერდამში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი გადაეცა. ამ დოკუმენტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობა და გადაადგილება შეეძლება.
“დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, მივიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნიდერლანდებში ჩასვლისთანავე გადმომცეს ეს მოწმობა, რისი საშუალებითაც შემიძლია გადაადგილება და მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. მთელს პროცედურას დასჭირდა მხოლოდ რამდენიმე წუთი. თუმცა მე, როგორც არასდროს, განწყობილი ვარ დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები