ნიუ-იორკელი სამართალდამცველები ნიღბიან თავდამხსმელს ეძებენ

„Abcnews“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიცია ნიღბიან თავდამსხმელს ეძებს, რომელსაც ბრალად ცოლ-ქმრის მკვლელობა ედება.
ინციდენტი ბრუკლინის ქუჩაზე ადგილობრივი დროით 6 : 45 საათზე მოხდა, ცოლ-ქმარს დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცველებს, ინციდენტის შესახებ გარდაცვლილების შვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ის მშობლების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს, როდესაც მას ყვირილი შემოესმა, გარეთ გავიდა და ნიღბიანი დამნაშავე დაინახა.
თავდაპირველად სამართალდამცველები ფიქრობდნენ, რომ მკვლელობა შემთხვევითი იყო, თუმცა ეს არ დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს „King Solomon“-ის რელიგიური ნივთების მაღაზია ჰქონდა, პოლიციამ მაღაზიასთან დამონტაჟებული ვიდეო კამერით გადაღებული მასალებიც ნახა, თუმცა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტი სამეზობლოში არასდროს მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები