სოფიო ქაცარავა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

ბრიუსელში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა საპარლამენტო კონტროლის შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ, კოლეგას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე, განიხილეს საგარეო პოლიტიკის საერთო ინტერესები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტერორიზმთან ბრძოლის ქვეკომიტეტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ  შეხვედრები გამართა ბელგიის პარლამენტის წევრებთან, მთავრობის პირველ პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან, პრემიერმინისტრის მოადგილესთან და შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან.

შეხვედრების მთავარ თემას საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრაში მონაწილეებმა ასევე, განიხილეს  ტერორიზმთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და ეუთო-ს რეგიონში ურთიერთობის გააქტიურების შესაძლებლობები. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები