თვითმხილველი: სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე გადავიღე ყველაფერი-ჩანაწერი პროკურატურაში დავტოვე

თვითმხილველმა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო, პირველი კომენტარი პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსი” გააკეთა.
როგორც თვითმხილველმა სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები ამჟამად პროკურატურაშია და მის შინაარსზე გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გამო ვერ ისაუბრებს.

“პირველი მე ვიყავი, რომელმაც 112-ში დარეკა და სასწრაფო-სამედცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე გადაღება, სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე ვიღებდი.

ფიზიკურად, სადაც შემეძლო შესვლა, პატრულის მოსვლამდე, იქ გადავიღე ყველაფერი. ჩანაწერი პროკურატურაში დავტოვე. ჩემს მიერ გადაღებული კადრების შინაარს ვერ გადმოვცემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადავიღე ეს კადრები, პირველ რიგში გეტყვით, რომ პროფესიით მეც ჟურნალისტი ვარ. მეორე, გადაღებაში იმან შემიწყო ხელი, რომ დენი არ იყო, მობილურ ტელეფონზე ყველას ფანარი ჰქონდა ჩართული.

მე ვიდეოგადაღების დროს ფანარი მქონდა ჩართული, თუ ვიდეოკამერით ვიღებდი ეს არ ფიქსირდებოდა”, – აღნიშნა თვითმხილველმა.
დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში გუშინ დილით თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. იგი ბიძის სახლში დღეს გადაასვენეს. თავად დოდო გუგეშაშვილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილის ფავდასხმაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები