პაკისტანში ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანში, ბალოქისტანის რეგიონში, მოტოციკლში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რომელიც სამოქალაქო პირებისთვის იყო განკუთვნილი. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბის გააქტიურება დისტანციურად იყო შესაძლებელი. როგორც პროვინციის ოფიციალური პირები აცხადებენ, მოტოციკლი ხალხმრავალ ადგილას იყო გაჩერებული და ბომბის ამოქმედება დისტანციურად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბალოქისტანის ქალაქ პანჯურში, 6 წლის გოგონა და მისი დედა ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები