აუდიტმა პენტაგონში 800 მილიონი დოლარის ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტები ვერ იპოვა

აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურმა სამმართველომ ვერ შეძლო სწორედ განემარტა იმ დანახარჯის შესახებ, რომელიც 800 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ხოლო კიდევ 100 მილიონი დოლარი ბოლომდე დოკუმენტირებული არ იყო. ამის შესახებ პენტაგონის შიდა აუდიტზე დაყრდნობით, გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
აუდიტორული კომპანია „Ernst&Young“ სამუშაოს აღწერაში წერს, რომ ვერ აღმოაჩინა საჭირო დოკუმენტები 465 მილიონი დოლარის ღირებულების დასრულებულ სამშენებლო პროექტებზე და ასევე მიმდინარე პროექტებში, რომელთა ღირებულებაც 384 მილიონ დოლარს შეადგენს. აუდიტორების განცხადებით, კომპანიამ „ვერ შეძლო მიეღო სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტებში საკმარისი, კომპეტენტური მასალები, რომლებიც ადასტურებს დახარჯული საშუალებების შესახებ ინფორმაციას.“ ლოგისტიკის სამმართველო, რომელის ბიუჯეტი წელიწადში 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი 25 ათასი თანამშრომელი შეიარაღებული ძალებისთვის დღეში 100 ათას შეკვეთას ასრულებს. სამმართველოს წარმომადგენელმა „Politico”-ს განუცხადა, რომ არ ელოდა ასეთ „სუფთა“ შედეგს აუდიტის საწყის ეტაპზე, რადგან საქმე ეხება დაწესებულებას, რომელიც ძალიან რთულ საქმიანობას ეწევა. სამმართველომ პირობა დადო, რომ ხარვეზებს გაასწორებს. აუდიტები ტარდება პენტაგონის უმრავლეს დანაყოფში, მათზე მუშაობს 1,2 ათასი აუდიტორი, ხოლო შესრულებული სამუშაო 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები