პაკისტანში ჩინეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

პაკისტანში კარაჩის რეგიონში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა, ჩინეთის მოქალაქე მოკლა, ინფორმაციას ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით „thenews.com.pk“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ავტომობილიდან გადმოვიდა, ჩინურ ეროვნულ „ვანს“(სატრანსპორტო საშუალება) ცეცხლი გაუხსნა, სადაც ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
ჩინურ „ვანში“ კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მუხლის არეში დაიჭრა, მისი გადაყვანა საავადმყოფოში დროულად მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს, ჩინეთის მოქალაქეს რამდენიმე ტყვია სხეულის სხვადასხვა ნაწილში მოხვდა, მათ შორის, თავშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები