ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მალდივიზე არ ჩავიდნენ

ჩინეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ჩავიდნენ მალდივიზე, სანამ პოლიტიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც უახლოეს მომავალში მალდივის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავენ, ვურჩევთ თავი შეიკავონ, სანამ პოლიტიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდება“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მალდივისა და ყველა მხარეს შორის, დიალოგისა და კონსულტაციის გზით, ეროვნული და სოციალური სტაბილურობის დაცვას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და მალდივს შორის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დეკემბერში გაფორმდა, მიუხედავად იმისა, რომ მალდივის ოპოზიცია მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები