თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა
თბილისში – შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუიციდის მიზეზად მატერიალური პრობლემები სახელდება.