რომის პაპი და თურქეთის პრეზიდენტი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

რომის პაპი ფრანცისკე პირველი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვატიკანში დღეს შეხვდებიან, ინფორმაციას „romereports.com“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბოლო 59 წლის განმავლობაში თურქეთის არც ერთი პრეზიდენტი ვატიკანში არ ჩასულა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი და თურქეთის პრეზიდენტი იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებენ, ასევე განიხილავენ სირიაში არსებულ სიტუაციას და ქურთისტანის კრიზისს.
ვატიკანში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები