სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება 36 000 უცხოელს აეკრძალა
სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება 36 000 უცხოელს აეკრძალა, ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია „Yonhap“ იუწყება, სამხრეთ კორეელი სამართალდამცველები, უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან მუშაობდნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობებს დეტალურად იმ მიზნით ამოწმებდნენ, რათა ტერორისტული საფრთხის მიმართ კონტროლი გაეძლიერებინათ და ზამთრის ოლიმპიადისთვის ანტი-ტერორისტული გეგმა შეექმნათ.