მაიკლ პომპეო – ამერიკელების სიცოცხლეს რისკის ქვეშ დავაყენებთ, თუ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან ერთობლივ მუშაობაზე უარს ვიტყვით

ამერიკელების სიცოცხლეს ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენებთ, თუ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან ერთობლივ მუშაობას უგულებელყოფს, – ამ განცხადებით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ „დემოკრატ“ სენატორს ჩაკ შუმერს მიმართა, რომელმაც აშშ-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი.

მაიკლ პომპეოს თქმით, ის რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ჩვენს კოლეგებს რუსეთის დაზვერვიდან იმ მიზეზის გამო, რის გამოც მათ ჩვენი წინამორბედები ხვდებოდნენ მათ – ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. რუსეთი ჩვენს მოწინააღმდეგედ რჩება, თუმცა, ამერიკელების სიცოცხლეს რისკის ქვეშ დავაყენებთ, თუ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან ერთობლივ მუშაობაზე უარს ვიტყვით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მუშაობით კონტრტერორისტული კუთხით და იმ როლით, რომელიც აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ითამაშა სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის აღკვეთაში“, – აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა.

მისი თქმით, აშშ ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიც არის საავიაციო უსაფრთხოება და როგორც რუსეთში, ასევე აშშ-ში უცხოელი „ბოევიკების“ დაბრუნების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები