იან კელი: ტერორიზმის მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით, საქართველოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ამერიკა-საქართველოს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას დადებითად აფასებს.
ამერიკელი დიპლომატი ამ მიმართულებით ქართულ მხარესთან ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“მე ვფიქრობ, ტერორიზმი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მას არა აქვს საზღვრები. ყველა სახელმწიფოსთვის უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოსთან თანამშრომლობას ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან ისეთი გლობალური გამოწვევები წინააღმდეგ თანამშრომლობის კუთხით, როგორიცაა ტერორიზმი”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები