პეკინის გამზირზე „დელფოსის“ მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „დელფოსის“ მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა ბოროტმოქმედებმა, სალაროდან ფულის წაღება მოახერხეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები