აჭარაში, ამ თვეში წითელას 35 შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში მიმდინარე წელს წითელას ვირუსის 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ იანვარში შემთხვევები გახშირებულია, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ისინი მოქალაქეებს დროული ვაქინაციისკენ მოუწოდებენ.
„წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება გახლავთ ვაქცინაცია, ანუ რეკომენდაციით 1 წლის და 5 წლის ასაკში ბავშვებს უტარდებათ ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სამ-კომპონენტიანი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რადგან პრევენციის ერთადერთი გზა ვაქინაციაა, გადაამოწმონ ოჯახის ექიმებთან ბავშვების ვაქცინაციის სტატუსი. დანაკლის შემთხვევაში მათ ექიმები საჭირო დოზას აუნაზღაურებენ“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ