თიბისი ბანკის ხელშეწყობით, თსუ-ში ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ მაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია დღეს, 23 იანვარს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მთავარ ფოიეში შედგება.

პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ-ს ბრენდირებით.  ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ისე  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები