კოლუმბიაში უცნობმა პირებმა ბარში შვიდი ადამიანი ჩაცხრილეს

 შეიარაღებულმა პირებმა კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბარში ცეცხლი გახსნეს და შვიდი ადამიანი ჩაცხრილეს. ინციდენტი კვირას საღამოს მოხდა. უცნობი პირები ბარ „ლა მარგარიტაში“ შეიჭრნენ და მაშინვე სროლა დაიწყეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს არკვევენ და დამნაშავეების მოტივების დადგენაზე მუშაობენ. პოლიციის ინფორმაციით, რაიონში ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრები და ასევე დამნაშავეთა დაჯგუფება „Clan del Golfo“ მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები