ნინო სუთიძე: ნანუკა, მინდა შეგახსენო შენი მეუღლის ბინძური საქმეები, რომლის საქმის კურსში შენც იყავი
დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მიმართავს. ნინო სუთიძე ჟურნალისტს, მისი მეუღლის მიერ ჩადენილ „ბინძურ“ საქმეებს ახსენებს.
„ნანუკა, ამას არ დავწერდი, სირცხვილის გრძნობა რომ გაგაჩნდეს!!! ახლა მინდა შეგახსენო შენი მეუღლის ბინძური საქმეები, რომლის საქმის კურსში შენც იყავი. 1- ცემა გაგიკვირდა, რაც შენმა ქმარმა ვალერი გელაშვილს უქნა?! 2-ნარკოტიკი გაგიკვირდა ცნობილი გეროინის გამსაღებლის და კოკაინის მოყვარულის მეუღლევ?! 3- თავდასხმა გაგიკვირდა მუხროვანის ამბოხის ავტორის ცოლს?! გვამების რომ უკვეთავდნენ? და ბოლოს, ერთი კითხვა – შენი უდანაშაულო ქმარი, როგორც შენ ამბობ, რატომ გაიქცა 1 ოქტომბერს?! და არ ბრუნდება თავის სიმართლის დასამტკიცებლად?!“ – წერს ნინო სუთიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.