ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ბინიდან გამომძიებლებმა კონკრეტული ნივთები ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ორდღიანი დაპატიმრების შემდეგ, გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ბინიდან გამომძიებლებმა კონკრეტული ნივთები ამოიღეს.
თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას დეტექტივ- გამომძიებელმა ნუკრი მატუამ არ გაამხილა თუ რა სახის ნივთებზეა საუბარი.
“გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ რა იქნა ამოღებული.
პირველი ჩხრეკის დროს აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია. გამოძიების მიმდინარეობისას ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი კონკრეტული ნივთების შესახებ და ამოვიღეთ“ – განაცხადა დეტექტივ- გამომძიებელმა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში თბილისსა და რუსთავში ჩხრეკა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ჭანტურიას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები