ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ (ფოტო,ვიდეო)
ბათუმის სანაპიროზე გუშინ ძლიერი შტორმი იყო. შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება კი დილის 06:00 საათზე დაიწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხიც იწმინდება.
მათივე თქმით, სანაპიროზე ძლიერი შტორმის გამო წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.