ვარკეთილში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა- დაშავებულები საავამდყოფოში არიან გადაყვანილები
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის ქვეშ, გზის საავტომობილო მონაკვეთზე ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლის ვინაობა დადგენილია.