NDI: გამოკითხულთა 46%-ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ

0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
“კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ”,-ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე კვლევის მიხედვით, 36%-ის აზრით, მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად მიიჩნევენ, 18%-მა კი არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ამავე კითხვაზე NDI-ის 2014 წლის ოქტომბერის კვლევაში, რესპონდენტთა 53%-მა არა უპასუხა, 29%-მა – დიახ, 18%-მა არ ვიცი.
როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 59%-ის აზრით, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები მამაკაც პოლიტიკოსებს თანასწორად მიიჩნევენ, 22% ფიქრობს, რომ არ მიიჩნევენ, 19%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი