დაბა მახინჯაურში უნიკალური ტყე-პარკი გაშენდება

სანატორიუმ „ნარინჯის” მიმდებარე ტერიტორია დაბა მახინჯაურში 2017 წელს გადაეცა სს „აჭარის კურორტებს” გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით. დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება ტყე-პარკის გაშენება და ამ მიზნით დამატებითი ინვესტიციების ჩადება. წლების განმავლობაში მოუვლელი და დაბინძურებული მიწის ნაკვეთი დასუფთავდება, დაიგება მოლი, მოხდება მისი გამწვანება და განაშენიანება. ლანდშაფტური გეგმის შემუშავება უკვე დაწყებულია. ამ სამუშაოების შედეგად აჭარაში ახალი პარკი გაჩნდება.
„გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან 5 ხე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს გადავცეთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი პარკის ლანდშაფტის შექმნაშიც. მათი გადარგვა არ დააზიანებს მახინჯაურის ტერიტორიის ლანდშაფტს, ხოლო ტრანსპორტირება ყველა წესის გათვალისწინებით მოხდება”, – განაცხადა „აჭარის კურორტების” წარმომადგენელმა სერგი ცანავამ.
„ისევე, როგორც ბიბლიოთეკის შექმნაში კერძო კოლექციის გადაცემით წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში, ამ შემთხვევაში უნიკალური პარკის შექმნის საქმეში გვსურს შევიტანოთ ჩვენი წვლილი და კერძო საკუთრებიდან იშვიათი ჯიშის ხეები გადავცეთ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს”, – განაცხადა სს „აჭარის კუროტების” წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები