ხარაგაულში დაკარგული ახალგაზრდის ახლობლების ვარაუდით, ის მდინარეში გადავარდა

უკვე, მეექვსე დღეა სამართალდამცველები ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის ამირან ბარბაქაძეს უშედეგოდ ეძებენ.
გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და მდინარე დუმალაში გადავარდა. მათ ქურთუკი მდინარის ნაპირზე იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, 28 წლის ამირან ბარბაქაძე 9 იანვარს სტუმრად, ნათლობაზე იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი სახლში წავიდა.
„კაცი სუფრასთან იჯდა. რაც სუფრასთან ეცვა, ის ტანსაცმელი მდინარესთან ვიპოვეთ. ყველა გვერდში გვიდგას, სამაშველო და პოლიცია. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ამირან ბარბაქაძის მეზობელი.
მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები