კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული პრობლემების გამოსწორებაზე საუბრობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით პრობლემები არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და პრობლემის გამოსწორების გზებზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინის დრო შემცირდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით პრობლემები არსებობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ავტობუსები. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, ითვალისწინებს დაახლოებით 750 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსის შემოყვანას, რასაც წელსვე დავიწყებთ ეტაპობრივად და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სრულად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის ხანგრძლივობა, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს, შემცირდეს. პრობლემაა ისიც, რომ კონკრეტული უბნებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ამ პროექტის განხორციელებით, ეს პრობლემა მოგვარდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები