RMG დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს

0

კომპანია RMG სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს.
შპს RMG Gold-ის მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენილი ჯაგრცხილის ჯიშის 250 მ3 ხე-ტყე დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადაეცა.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის მარაგი შეშა RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა გადასცეს.
“არემჯი’’ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთნ დაკავშირებით ჩვენ 120 ოჯახს ელექტრონული აუქციონის გზით ეროვნული სატყეო სააგენტოსგან შევუძინეთ ხე-ტყე გადავეცით საჩუქრად. კომპანია სოციალური პროგრამის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაში”, – განაცხადა არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.
ასევე კომენტარი გააკეთა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.
„ძალიან მისასალმებელია კომპანიის მხრიდან ასეთი აქტივობა, რაც გულისხმობს 120 სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას. „არემჯი“ სისტემატიურად ერთვება მსგავს აქტივობებში, რისთვისაც მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის სახელით”, – განაცხადა გობეჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი