რა შემთხვევში გაეყრება მეუღლეს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის „კვირასთან“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ჟორჟოლიანი გაკვირვებულია, რომ სუთიძე მეუღლის მიერ ჩადენილი დანაშაულით ამაყობს. მისი თქმით, მეუღლის შესახებ მსგავსი ინფორმაცია, რომ თავად დაეჯერებინა, მათი გზები იმ დღესვე გაიყრებოდა.
„როდესმე რომ დავიჯერო ჩემს ქმარზე ასეთი ინფორმაცია იმავე დღეს გაიყრება ჩვენი გზები! რითი ამაყობენ ადამიანები!“, – წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
როგორც დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ „კვირასთნ“ საუბარში განაცხადა, იგი ძალიან კმაყოფილი, რომ მისმა მეუღლემ დავით კოდუა სცემა, რადგან კოდუების გამო მისი ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა. 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან დავით კოდუა შურისძიების საფუძველზე სცემა.