თბილისში “საქრძე” კვლევის პრეზენტაციას გამართავს თემაზე “ ყველის ბაზარი და მისი პრობლემები საქართველოში”

სასტუმრო „Holiday Inn” – ის საკონფერენციო დარბაზში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს თემაზე „ყველის ბაზარი და მისი პრობლემები საქართველოში“.

ღონისძიება 15 იანვარს, 11:30 -დან 14:00 საათამდე გაიმართება.
სულ ახლახანს, ასოციაციის დაკვეთით „MIC-TNS”-მა, კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.
აღნიშნული კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია ლგამოიკითხა, რომელიც ყველის
შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს.
შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი.
კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.
მთლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს.
ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალციუმი.
თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის „ნატურალური“.

ლაბორატორიულმა კვლევამ, მომხმარებელთა შეხედულებებთან მიმართებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები