„ლაურიჩები !!! უარესის ღირსები ხართ თქვენც და თქვენი კოლეგებიც“
ქართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დავით კოდუას ცემის ფაქტზე, მისი ძმის, გიორგი კოდუას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ქიბარ ხალვაში ძმებ კოდუებს “ლაურიჩებად” მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ნოშრევან ნამორაძე ვაჟკაცურად მოიქცა.
„ლაურიჩები !!! უარესის ღირსები ხართ თქვენც და თქვენი კოლეგებიც მიშას ხელისუფლებიდან. სხვებს, ხომ მოუწყვეთ ვესტერნი მიშას სახელით? ეხლა თქვენი რიგია. ან ხელისუფლება დაგსჯით, ანაც ხალხი. ვაჟკაცებს რა დალევს“, – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოდუამ მის ძმაზე თავდასხმის დეტალებზე გუშინ ისაუბრა.
“ყოველდღე რაღაც ხდება. განუკითხაობაა, ისეთი მესიჯებია, რომ პოლიცია არ გვიცავს, ჩვენ თვითონ ჩვენ თავს უნდა მოვუაროთ. ასეთი რაღაც თუ წავიდა, ვესტერნი, 20-იანი წლები, მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ, მოვიმარაგოთ და ერთმანეთს გავუსწორდეთ, სამოქალაქო ომი დავიწყოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ”, – აღნიშნა გიორგი კუდუამ მედიასთან.