ანა ნაცვლიშვილი: იმედი მაქვს, რომ ურთიერთთანამშრომლობა პატივისცემის პრინციპზე იქნება დაფუძნებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად წარდგენილმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა პატივისცემის პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ჩემს მიმართ გამოხატული ასეთი ნდობისთვის, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იქნება თქვენთან ერთად, ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია. მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი”,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მან მის წინამორბედს, ანა დოლიძეს ახალ თანამდებობაზე, ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების საქმეში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები