ირანის ყოფილი პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს

ირანში ყოფილი პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,Al-Quds Al-Arabi” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერისა და წახალისების გამო დააპატიმრეს და მისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას აპირებენ.

„ოფიციალურმა თეირანმა მაჰმუდ აჰმადინეჯადს ხელისუფლების მისამართით საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არ აპატია“, – წერს გამოცემა.

ქალაქ ბუშერში სიტყვით გამოსვლის დროს, ექსპრეზიდენტმა მოქმედი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

თეირანში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი  არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები