ჩინეთის სანაპიროსთან ორი ხომალდის შეჯახების შედეგად, 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც ირანიდან სამხრეთ კორეაში მიემართებოდა, ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ ხომალდს შეეჯახა. შეჯახების დროს გემზე ხანძარი გაჩნდა. 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 30 ირანის მოქალაქეა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჰონგ-კონგის სატვირთო გემის ეკიპაჟის 21 წევრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები