აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 77 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით,  მაქსიმალური 7.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.433 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები