ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

2018 წლის პირველი იანვრიდან, ბულგარეთი მომდევნო ექვსი თვის ვადით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ოფიციალურმა სოფიამ მომდევნო ექვსი თვის პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

სოფია ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და საშინაო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 25 იანვარს პირველად უმასპინძლებს.

ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეურთდა და თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები