პერუში მომხდარ ავტოავარიას 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პერუში, პასამაიოს რაიონში ავტოავარია მოხდა, ავტობუსი ჯერ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი 100 მეტრის სიმაღლიდან კლდეზე გადაიჩეხა. შედეგად, 48 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 55 ადამიანი იმყოფებოდა.
პერუს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს გადარჩენილი 6 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამაშველო სამუშაოები ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა, თუმცა დიდი ტალღებისა და ხილვადობის გაუარესების გამო, მაშველებს მუშაობის შეწყვეტა რამდენიმე ხნით მოუწიათ.
პერუს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 2016 წელს 3800 საგზაო ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად 493 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები