ახალი წლის დღეებში 115 – ალკოჰოლური და 57 – კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი წლის დღეებში, თბილისში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილებით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს დაახლოებით 200-მდე ადამიანმა მიმართა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მხოლოდ თბილისში, 2018 წელს, ორი დღის განმავლობაში 1-2 იანვარს, ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილებით, 172 – მა ადამიანმა მიმართა, მათ ძირითადად პირღებინება და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ორი დღის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ალკოჰოლური ჩივილებით 115 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის – 32 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, სასწრაფო – სამედიცინო ცენტრს 1-2 იანვარს 57 – მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 7 პირი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ექიმთა ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. Image result for saswrafo
თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დამხარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის სრული, რადგან შესაძლოა, ზოგიერთმა პირმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, თვითმკურნალობას მიმართა, ან საავადმყოფოში თავადვე მივიდა.
აღსანიშნავია, რომ „კვირამ“ 2017 წლის არქივს გადახედა და აღმოჩნდა, რომ შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს ციფრები არცთუ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ცნობისათვის, შარშან, 2017 წლის ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა.

31 დეკემბერს, 1, 2 იანვარს და 3 იანვრის 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ამავე პერიოდში, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, 62 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 23 -ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები