Spacehall დღეს საახალწლო კონცერტს უმასპინძლებს

1 იანვარს, 22:00 საათზე, Spacehall საახალწლო კონცერტს უმასპინძლებს. როგორც ,,კვირას” ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსმენელს საახალწლო განწყობას შეუქმნიან მუსიკოსები ახალი პროექტებით.
,,გამოუვალი მდგომარეობა”: ქართულ ალტერნატიულ მუსიკალურ ჯგუფს მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი, ჯგუფ ,,ვიტამინის” ყოფილი სოლისტი დავით გაბუნია, დრამერი პაპუნა ჟამიერაშვილი, ოთო ხმალაძე, გიორგი გობეჯიშვილი, შოთარი დარახველიძე და გიორგი გაბრიელაშვილი წარმოადგენენ. ჯგუფმა ახალი არანჟირებით და ორიგინალური ტექსტებით ქართულ 70-80- 90-ანი წლების ცნობილ კომპოზიციების ახალი ჟღერადობა შესძინა. მათი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “გამოსავალი” 2015 წელს ,,ბრავო რექორდსზე” გამოიცა.

SVANSIKH: ვოკალისტი ანანო სიხარულიძის და ხმის ინჟინერის ბაჩო სვანიძის ელექტრო-პოპ დუეტი 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამავე პერიოდში გამოუშვეს პირველი
წარმატებული ჩანაწერი Read In The Air, რომელსაც ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე
დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 2012 წელს კი ელექტრონავტის დაჯილდოების
ცერემონიალზე LP “Pitch It” წლის ალბომის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული,
მინიალბომი Disco Day კი გერმანულ ლეიბლზე Keiz Beats გამოიცა, რის შემდეგაც მალევე მოექცა საბერძნეთის Itunes ჩარტებში. კოლექტივის მუსიკა პოპ-მუსიკის ჟანრს მოიცავს, თუმცა მასში შეიმჩნევა საცეკვაო და ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

KORDZ: საქართველოში დაბადებული და ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები ალექსანდრე კორძაია განსხვავებული ჟღერადობის მქონე მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაზეც განსაკუთრებულ გავლენა კლასიკურმა მუსიკამ და დისკომ მოახდინა. მისი მუსიკა საველე ჩანაწერებისა და ცოცხალი ინსტრუმენტების კომბინირებით იქმნება.

L8: ლუკა მეტრეველის პროექტია, რომლის მრავალფეროვანი სეტები კლასიკურ დიჯეი პერფორმანსა და ცოცხალი ვოკალის ელემენტებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები